ახალი ამბები

23 მარტი 2020

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პანდემია ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ქვეყნის პარლამნეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დათქმულ ვადებში ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა

23 მარტი 2020

IOC-ის აღმასრულებელი საბჭო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარს განიხილავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მომავალთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწყობილ ტელეკონფერენციაზე იმსჯელა

23 მარტი 2020

IOC-ის პრეზიდენტი ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით სპორტსმენებს მიმართავს

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როდესაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების მომავალთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება და მოწოდება ისმის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი თამაშების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით სპორტსმენებს მიმართავს

21 მარტი 2020

ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების დათქმულ ვადებში ჩასატარებლად ემზადება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ტოსიაკი ენდოს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, ტოკიო-2020 ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის ვადებში (24 ივლისი - 9 აგვისტო) ჩასატარებლად ემზადება. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზეა (IOC)

20 მარტი 2020

თომას ბახი ოპტიმიზმით უყურებს ოლიმპიური თამაშების ვადებში ჩატარებას

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარების გრაფიკთან მიმართებით, მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. IOC-ის პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, მიუხედავად რთული ვითარებისა, ის ოპტიმიზმით უყურებს თამაშების ვადებში ჩატარებას

20 მარტი 2020

ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაშია

ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან ტოკიოში ჩაფრინდა. ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ჩაიბარეს სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ძიუდოისტმა ტადაჰირო ნომურამ და მოჭიდავე საორი იოშიდამ

19 მარტი 2020

ოლიმპიური ცეცხლი ტოკიო-2020-ის მასპინძლებმა ჩაიბარეს

ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ტოკიო-2020-ის მასპინძლებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის მოკრძალებული ცერემონია შედგა

18 მარტი 2020

„ოლიმპიური სოლიდარობა აძლიერებს ჩვენს საზოგადოებას"

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით გამართულ  ვიდეო-კონფერენციაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა  და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს დღევანდელ გამოწვევასთან დაკავშირებული  საკითხები

17 მარტი 2020

IOC-ის განცხადებით, ტოკიო-2020-თან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რამე მკაცრი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, წლეულს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რამე მკაცრი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არის

17 მარტი 2020

იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა უმაყურებლოდ ჩაივლის

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გეგმისამებრ ფუკუშიმადან დაიწყება, მაგრამ კორონავირუსით შექმნილი ვითარების გამო შეზღუდვები დაუწესდათ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთ