ახალი ამბები

07 აგვისტო 2012

ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს მძლეოსანი დავით ილარია, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მანუჩარ ცხადაია და სოსო ჯაბიძე, ძალოსანი ირაკლი თურმანიძე და ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში მაიკო გოგოლაძე იასპარეზებენ

06 აგვისტო 2012

რევაზ ლაშხის ლონდონური ვერცხლი და წართმეული ბრინჯაო

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში რევაზ ლაშხი ირანელ ომიდ ჰაჯი როროოზისთან ორ სეტში დამარცხდა და ვარცხლის მედალი შეხვდა

06 აგვისტო 2012

კვარტეტი

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები რევაზ ლაშხი, ვლადმიერ გეგეშიძე, გურამ ფერსელიძე და ძალოსანი გია მაჭავარიანი იასპარაზებენ

05 აგვისტო 2012

ზურაბ დათუნაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაძაბულ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ერმინ აჰმადოვთან დაარცხდა. 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 21 წლის დათუნაშვილმა ორი ეტაპი ისე გაიარა, რომ ქულა არ დაუკარგავს, ორ-ორი სეტი მოუგო სამხრეთკორეელ და ამერიკელ მოწინააღმდეგეებს

04 აგვისტო 2012

შეხვედრები ოლიმპიურ სოფელსა და „ქართულ სახლში“

დღეს დილით ლონდონში საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩამოფრინდა, ხოლო იმ სპორტსმენებმა, რომლებმაც ოლიმპიადაზე ასპარეზობა უკვე დაასრულეს (ძიუდო, ტყვიის სროლა, მშვილდოსნობა, კრივი, ცურვა) სამშობლოში დაბრუნდნენ

04 აგვისტო 2012

ბოლესლავ სხირტლაძემ კვალიფიკაცია ვერ გაიარა

ქართველ მძლეოსანთა ოთხეულიდან ოლიმპიურ ტურნირში პირველი ჩაერთო სიგრძეზე მხტომელი ბოლესლავ სხირტლაძე, რომელმაც ვერ შეძლო ფინალში გასვლა. სხირტლაძეს საკვალიფიკაციო რაუნდში სამი ცდა ჰქონდა და მათგან საუკეთესო იყო 7.26 მეტრი, რაც 0.82 მეტრით ნაკლებია მის პირად რეკორდზე

04 აგვისტო 2012

ხვალიდან „კლასიკოსთა“ ჯერია

ხვალიდან ოლიმპიურ თამაშებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩარბმებიან. ქართველთაგან პირველი საჭიდაო ხალიჩაზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილი გავა

04 აგვისტო 2012

დღეს ლუბა გოლოვინა იასპარეზებს

ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით დღეს ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა იასპარეზებს. ბატუტზე მხტომელები ასპარეზობას თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყებენ

03 აგვისტო 2012

რაულ ცირეკიძე B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა

ლონდონის ოლიმპიადაზე 85 კილიოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარაზე ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში პირველ ცდაზე დამაჯერებლად დაძლია 162-კილოგრამნიანი შტანგა, მაგრამ შემდეგ ერთბაშად 167 კილო დაუკვეთა და ამ მოძრაობაში დარჩენილი ორივე ცდა გაუცუდდა

03 აგვისტო 2012

ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრა ქომაგებთან

გუშინ საღამოს ლონდონში სასტუმრო „ბარკინსში", სადაც ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი ქართველი გულშემატკივრები არიან დაბანაკებულნი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი სტუმრობდნენ