ახალი ამბები

31 იანვარი 2017

ბრიფინგი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში

2017 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიფინგი. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და კომიტეტის ადვოკატებმა დამსწრე ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების თაობაზე

30 იანვარი 2017

კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო ფილმის „სნაიპერის" ჩვენება

2017 წლის პირველ თებერვალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო ფილმის „სნაიპერის" ჩვენება

30 იანვარი 2017

სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

2017 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (თბილისი, მაჩაბლის 11) გაიმართება ბრიფინგი სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესის შედეგების სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით.დასაწყისი 13 საათზე.

26 იანვარი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

2017 წლის 25 იანვარს ტელეკომპანია "რუსთავი-2-" მა გაავრცელა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების შესახებ, რომლის მიხედვითაც ეჭქვეშ არის დაყენებული 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის გადაწყვეტილებები

25 იანვარი 2017

ზამთრის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველო 6 სპორტსმენით წარსდგება

12-17 თებერვალსUთურქეთის ქალაქ ერზრუმში გაიმართება ევროპის ზამთრის XIII ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 39 ქვეყნის 1400-მდე სპორტსმენი

23 იანვარი 2017

ქართველ ფალავანთა ორი მედალი

საქართველოს ბერძნულ-რომალი სტილის მოჭიდავეებმა თოთო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს მოსკოვში გამართულ ივან პოდუბნის სახელობის გრან-პრის გათამაშებაში -პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც წლეულს 58-ედ მოეწყო

20 იანვარი 2017

სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებზე (2018 წლის თებერვალი. პიონჩანგი, სამხრეთ კორეა) მედია-აკრედიტაციის მიღების მსურველებს ვთხოვთ განაცხადი წარმოადგინონ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (თბილისი, მაჩაბლის 11) 2017 წლის 8 თებერვლამდე

20 იანვარი 2017

პროცესი გრძელდება

დღეს, 20 იანვარს პარკ-სიტიში (აშშ), ამერიკის ეროვნულ კინოფესტივალზე აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც რუსეთში დოპინგის მასობრივი გამოყენების საკითხებს ეძღვნება

18 იანვარი 2017

ისტორიული ვიზიტი: ჩინეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი ლოზანაში ჩავიდა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან მოლაპარაკება გამართა

17 იანვარი 2017

თანადგომა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა 14 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე აიდენის ბადიროვი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გაიცნო „პალიტრა ტივის" ეთერში გასული სიუჟეტით