ახალი ამბები

19 ივნისი 2017

სპორტული მედიის საყურადღებოდ!

21 ივნისს, 12 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (თბილისი, მაჩაბლის 11) გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია

16 ივნისი 2017

პან გი მუნს სოკ-ის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა შესაძლოა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს

15 ივნისი 2017

სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ თბილისში, ოლიმპიურ პარკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც პირველი შემთხვევაა ქართული ფარიკაობის ისტორიაში

15 ივნისი 2017

გურამ კოსტავა - 80

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 80 წლის იუბილეს ულოცავს სახელოვან ქართველ  მოფარიკავეს გურამ კოსტავას, ღირსეულ პიროვნებას და მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია  ჩვენი სპორტის ისტორიაში

14 ივნისი 2017

7-კაცა რაგბი და გოლფი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც იქნება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შემავალი სპორტის 28 ძირითადი ოლიმპიური სახეობა ადგილს შეინარჩუნებს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში

13 ივნისი 2017

კიმ ინ ჰანი სტუმრად ოლიმპიურ კომიტეტში

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰანი

13 ივნისი 2017

გუნდური ძიუდო ოლიმპიური თამაშების პროგრამაში

„ტოკიო-2020"-ის პროგრამაში ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების ჩართვის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარკუს ვიზერი

13 ივნისი 2017

თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ტანვარჯიშის სასახლეში მიმდინარე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის: ხმლით ფარიკაობაში ისტორიული გამარჯვება და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თეოდორა კახიანმა

12 ივნისი 2017

დავით სახვაძე ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

თბილისში, ახალ ოლიმპიურ პარკში დღეს დაწყებულ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს წინ უძღოდა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" გამართული  ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი

12 ივნისი 2017

8 ოქრო, 4 ვერცხლი, 12 ბრინჯაო - თბილისის საერთაშორისო გრან-პრის ქართული მონაგარი

10-11 ივნისს, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის სპორტი სასახლეში კვლავ გაიმართა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების - გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში