ახალი ამბები

20 ოქტომბერი 2025

ლევან ქელეხსაშვილი და მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ალექსანდრიაში, სადაც ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიათა ფინალს უმასპინძლეს, ჩემპიონები გამოვლინდნენ. ოთხი წონითი კატეგორიიდან ორში მსოფლიო ჩემპიონობა საქართველოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ქართველი სპეციალისტი

13 ოქტომბერი 2025

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

13 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელ სტუდენტთა მიღების საზეიმო ცერემონია

11 ოქტომბერი 2025

ფიგურულ ციგურაობაში „თრიალეთის თასი" საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა

ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის „თრიალეთის თასი" საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ჩვენმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვა, ჯამში კი ოთხივე დისციპლინაში გაიმარჯვა

10 ოქტომბერი 2025

დიანა დევისის/გლებ სმოლკინის წყვილმა და ნიკა ეგაძემ "თრიალეთის თასი" მოიგეს

ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის "თრიალეთის თასის" მეორე დღე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. თბილისის ყინულის სასახლეში წარმატებული გამოსვლა ჰქონდა სპორტულ ცეკვებში დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილს, ასევე საუკეთესო იყო ვაჟთა ერთეულებში ნიკა ეგაძე. მედლისკენ ნაბიჯი გადადგა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმაც

09 ოქტომბერი 2025

„თრიალეთის თასზე" ქართველმა მოციგურავეებმა საუკეთესო შეფასებები მიიღეს

ფიგურულ ციგურაობაში, „თრიალეთის თასზე", რომელსაც თბილისის ყინულის სასახლე მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები სრული შემდაგენლობით არის წარმოდგენილი

09 ოქტომბერი 2025

19-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ოსტრავას (ჩეხეთი) ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია. ვაჟთა ნაკრების შვიდი წარმომადგენლიდან ხუთმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და აქედან სამ შემთხვევაში საქართველოს ჰიმნმა გაიჟღერა

06 ოქტომბერი 2025

ჩოგბურთის მწვრთნელთა გადამზადების კურსები

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით  ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის საჩოგბურთო კორტებზე  სტარტი აიღო მწვრთნელთა გადამზადების კურსებმა -„Level 3". კურსებში მონაწილეობას მიიღებს 16 მონაწილე,  რომელთაც უკვე ჩაბარებული აქვთ „Level 2" საფეხური

06 ოქტომბერი 2025

,,სპორტული თამაშები - 2025"

შიდა ქართლში დასრულდა ,,სპორტული თამაშები 2025", რომელიც  გაიმართა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელშეწყობით

06 ოქტომბერი 2025

თორნიკე გიგაურმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ლიმას (პერუ) მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას შეუდგა და პირველივე დღეს უმაღლესი ხარისხის მედალი მოიპოვა

03 ოქტომბერი 2025

ვიქტორ სანეევი - 80

3 ოქტომბერს, 80 წელი შეუსრულდებოდა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს, ლეგენდარულ მძლეოსანს ვიქტორ სანეევს