ახალი ამბები

10 თებერვალი 2012

საერთაშორისო კონკურსი სპორტი და ხელოვნება

2011 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი ,,სპორტი და ხელოვნება", რომელიც ლონდონის 2012 წლის XXX ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება. კონკურსის მთავარი მიზანია მსოფლიოში ოლიმპიური პრინციპების, მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის, ოლიმპიური ქარტიის იდეალების განმტკიცება.

06 თებერვალი 2012

ერთი ბრინჯაო და მეცამეტე ადგილი პარიზში

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ამ უქმეებზე დასრულებულ დიდი სლემის გათამაშებაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრები 6 წონით კატეგორიაში წარსდგა და ოდენ ერთ ბრინჯაოს მედალს გამორჩა.

02 თებერვალი 2012

ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის რჩეულები დააჯილდოვა

1 თებერვალს სეოკ-ის შტაბ-ბინაში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა სხვადასხვა ნომინაციებში 2011 წლის რჩეულები დააჯილდოვა.

31 იანვარი 2012

სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ოთხშაბათს, 1 თებერვალს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში შედგება სეოკ-ის მიერ 2011 წლის სხვადასხვა ნომინაციებში (საუკეთესო სპორტსმენი, მწვრთნელი, გუნდი, რეგიონი, ოლიმპიური იმედი, მეცენატი, ჟურნალისტი) გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი და პრესკონფერენცია.

30 იანვარი 2012

მედლების წვიმა სპორტის სასახლეში

ამ უქმეებზე სპორტის სასახლეში დასრულებულ მსოფლიო თასის გათამაშებამ ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით ჩაიარა. თბილისში 44 ქვეყნის კიმონოისტებმა მოიყარეს თავი და ტურნირიც საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა.

27 იანვარი 2012

თბილისის მსოფლიო თასს ძიუდოში 18 ქვეყნის არბიტრი მოემსახურება

28-29 იანვარს თბილისში გასამართ მსოფლიო თასის გათამაშებაში ძიუდოში, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას 18 ქვეყნის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მოემსახურება.

25 იანვარი 2012

ოლიმპიურ კომიტეტსა და "ავერსს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა

ქართველ ოლიმპიელებს საჭიროების შემთხვევაში, უფასო სამედიცინო მომსახურებას კომპანია "ავერსი" გაუწევს.ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და "ავერსს" შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

25 იანვარი 2012

სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხვალ, 26 იანვარს 12:30 წუთზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სემინარი მწვრთნელთა და მსაჯთა შორის ძიუდოში.

25 იანვარი 2012

ოლიმპიური კომიტეტი და „ავერსი“ ხელშეკრულებას გააფორმებენ

ხვალ 25 იანვარს 12:00 საათზე „ავერსის" კლინიკაში შედგება ხელშეკრულების გაფორმება საქველმოქმედო ფონდ „ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა-სპონსორობის შესახებ, რომლის თანახმადაც როგორც წინა წლებში ამჯერადაც ქართველ ოლიმპიელებს საჭიროების შემთხვევაში ექნებათ უფასო სამედიცინო მომსახურება.

22 იანვარი 2012

ინსბრუკის თამაშები დღეს დაიხურება

ინსბრუკში დასასრულს უახლოვდება ახალგაზრდული ""თეთრი ოლიმპიადა"", სადაც საქართველოს სამთო-მოთხილამურეები სუსანა გავა და ნიკოლოზ კოდანაშვილი წარმოადგენდნენ.