ახალი ამბები

18 აპრილი 2012

მოკრივეები ლიცენზიებს მიუახლოვდნენ

ტრაბზონში გრძელდება მოკრივეთა სალიცენზიო ტურნირი, სადაც 44 ქვეყნის სპორტსმენები ლონდონის ოლიმპიური თამაშების 26 საგზურისთვის იბრძვიან.

17 აპრილი 2012

ქართველი მოკრივეების ბოლო შანსი ტრაბზონში

თურქეთის ქალაქი ტრაბზონი კრივში „ლონდონი 2012"-ის ევროპის საკვალიფიკაციო ტურირს მასპინძლობს, რომელიც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელთათვის ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსია.

14 აპრილი 2012

რაულ ცირეკიძის ევროპული ოქრო

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ (85 კგ) ყველას აჯობა და მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენა.

13 აპრილი 2012

ენდი მარის ორი ლონდონური მიზანი

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს ვაჟთა შორის ენდი მარის მიმდინარე სეზონის უმთავრეს ამოცანად უიმბლდონზე და ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლა აქვს დასახული.

12 აპრილი 2012

პარაოლიმპიელებს პირველი ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს

დღეს სეოკ-ის ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს შოთა ომარაშვილს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა მიულოცეს.

11 აპრილი 2012

მხარდაჭერა BP-სგან, თავდადება სპორტსმენთაგან

სპორტის ქართველ გულშემატკივარს ეცოდინება, რომ ამას წინათ კომპანია BP-მ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტებთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც BP უზრუნველყოფს ჩვენი სპორსტმენებისა და საგანგებოდ შერჩეული რამდენიმე ათლეტის მხარდაჭერას ლონდონის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდში.

10 აპრილი 2012

ანონსი

დღეს 17:00 სააათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება კომპანია BP-ს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და პარაოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის მზადების პერიოდში ოფიციალური პარტნიორის როლის და საგანგებოდ შერჩეული რამდენიმე სპორტსმენის მხარდაჭერას.

10 აპრილი 2012

ვიქტორ სანეევი ლონდონის მეტროში

ლონდონის ტრანსპორტის სამმართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე ქალაქის მეტროს რუკა წარმოადგინა, სადაც თითოეული სადგური აღნიშნულია ლეგენდარული სპორტსმენების სახელებით, ხოლო ხაზები აღნიშნულია გარკვეული ოლიმპიური დისციპლინებით.

05 აპრილი 2012

რუსეთის ოლიმპიური გუნდის კანდიდატები ნარკოტიკების გასაღებისთვის დააკავეს

მოსკოვში აკრძალული მოსაწევი საშუალებების გასაღების ბრალდებით რუსეთის ფარიკაობის ნაკრების წევრები დააკავეს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების რეალურ კანდიდატებად ითვლებიან. როგორც ახალი ამბების სააგენტო „Life news" იუწყება ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ფაქტზე აიყვანეს, როდესაც იგი 10 კილოგრამის ოდენობით ნარკოტიკს იღებდა.

05 აპრილი 2012

ტერაქტმა სომალიში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იმსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ეროვნული თეატრი ააფეთქეს. აფეთქებისას დაიღუპნენ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები.