ახალი ამბები

19 დეკემბერი 2011

ლევან ჟორჟოლიანის 120 სარეიტინგო ქულა

ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში ჩატარებულ დიდ პრიზზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ჩინეტში ამ უქმეებზე გამართულ დიდ პრიზზე ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ვერცხლის მედალთან ერთად 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ამით მან იანვარში, უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე - მსოფლიოს მასტერსზე ჭიდაობა გაინაღდა.

14 დეკემბერი 2011

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2011 წელი შეაჯამა

დღეს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სეოკ-ის შტაბ-ბინაში გამართულ ყოველწლიურ საანგარიშო სესიაზე 2011 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

13 დეკემბერი 2011

სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ოთხშაბათს, 14 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში (მისამართი, მაჩაბლის # 11) გაიმართება სეოკ-ის ყოველწლიური შემაჯამებელი საანგარიშო სესია.

13 დეკემბერი 2011

2016 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ლილეჰამერი უმასპინძლებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით 2016 წელს „თეთრი ოლიმპიური" თამაშები ახალგაზრდებს შორის ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გაიმართება.

12 დეკემბერი 2011

ირაკლი ცირეკიძის ბრინჯაო ტოკიოში

მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ირაკლი ცირეკიძემ ტოკიოში „ძიგარო კანოს" მემორიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ პრესტიჟულ ტურნირში საასპარეზოდ ქართველი კიმონოისტი ორგანიზატორებმა ინდივიდუალურად მიიწვიეს.

09 დეკემბერი 2011

რეგიონალური პროექტი სპორტი და ოლიმპიზმი იმერეთში

ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია ქუთაისის სპორტული სკოლების დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად რეგიონის მასშტაბით ახორციელებს მოახლოებული ლონდონი-2012 წლის 30-ე ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილ პროოექტს „სპორტი და ოლიმპიზმი", რომელიც 3 ეტაბად ხორციელდება:

09 დეკემბერი 2011

სეოკ-მა პოკერი სცნო

რამდენიმე დღის წინათ დაარსდა საქართველოს პოკერის კავშირი, რომელიც სცნო საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

01 დეკემბერი 2011

მძლეოსნობაში 3 ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება რეალურია

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გრძელდება შეხვედრები სხვადასხვა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან. დღეს სეოკ-ის ოფისს მძლეოსნობის, ტაეკვონდოს, ნიჩბოსნობისა და ველოპსორტის ფედერაციათა ხელმძღვანელები სტუმრობდნენ. 

30 ნოემბერი 2011

პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლევან ოდიშარია აირჩიეს

სასტუმრო "შერატონში" საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელზეც კომიტეტის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრთა არჩევნები ჩატარდა და კომიტეტის ახალი წესდებაც დამტკიცდა.

30 ნოემბერი 2011

ჭიდაობაში პროგრამა მინიმუმი 12 ოლიმპიური ლიცენზიაა

სეოკ-ის სათავეში გია ნაცვლიშვილის მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რაც გაკეთდა ეროვნულ ფედერაციებთან მჭიდრო ურთიერთობა, სისტემატიური შეხვედრები და სამომავლო გეგმების განხილვა იყო.