ახალი ამბები

29 აგვისტო 2011

ირაკლი ცირეკიძის პარიზული ოქრო

ახლახანს საფრანგეთის დედაქალაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ბრინჯაოს ედლის ამარა დარჩა.

14 აგვისტო 2011

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტ ბექა ღვინიაშვილს ტრიუმფალური სეზონი აქვს. მან წელისაქართველოს პირველობაზე მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, რასაც ევროპის ჩემპიონატისოქროს მედალი მოაყოლა, მერე ორ საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა, ხოლო ივლისის მიწურულსოლიმპიური ფესტივალიდანაც ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. 

02 აგვისტო 2011

ორი ქალბატონის იუბილე

სეოკ-ის ოფისში ოლიმპიურ ჩემპიონთა სტუმრობა ყოველთვის არის, მაგრამ დღეს მათი სიმრავლე განსაკუთრებით შეინიშნებოდა. მიზეზიც ხომ ისეთის უკეთესს, რომ ვერ ინატრებ. 

01 აგვისტო 2011

ახალგაზრდა ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი ახალგაზრდა ოლიმპიელები ტრაბზონის ევროპის ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალიდან 1 ოქროს, ერთი ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ და საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავეს. 

29 ივლისი 2011

სამივე სინჯის თითო მედალი

როგორც გუშინ დაგპირდით, წესით დღევანდელ რეპორტაჟს მაჟორულ ნოტაზე უნდა ვიწყებდე. მიზეზიც იცოცხლეთ, ხომ ისეთია, ქვას გახეთქავს. ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა, მაგრამ რაც ტრაბზონში მას-მედიის წარმომადგენლებს თავგადასავლები გვაქვს ძნელია სიტყვებით აღწერო.

27 ივლისი 2011

პირველი მედლები ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

,,დღეს ვერაფრით გაგახარეთ, მაგრამ ღმერთი ისე როგორ გაგვწირავს აქედან უმედლოდ დავბრუნდეთ. ახლაც ვერ გამიგია მამისაშვილს რა დაემართა, არადა მალტაში კონტინენტის პირველობა ერთი ამოსუნთქვით მოიგო. სტარტზე იტალიელთან მოგების შემდეგ იმედი მქონდა ვანოს მეორე სუნთქვა გაეხსნებოდა, მოსათელ ოთახშიც გავამხნევე და რჩევები მივეცი, მაგრამ ალბათ გუშინ მისი დღე არ იყო" - წუხდა ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს განცდილი ფიასკოს შემდეგ გიორგი ვაზაგაშვილი.

26 ივლისი 2011

პირველი იმედგაცრუება

პირველ რეპორტაჟში დაგპირდით, რომ ფესტივალის ოგანიზაციულ ნაკლოვანებებზე მაშინ ვისაუბრებდით, როდესაც თამაშები ძალას მოიკრეფდა, თუმცა ეს აქ იმდენად მტკივნეული თემაა, რომ ვეჭვობ რამე გამოსწორდეს. ერთადერთი რაც მეტნაკლებად გამართულად მუშაობს ეს ტრანსპორტირებაა. ოლიმპიური სოფლიდან ავტობუსები სპორტულ ბაზებზე და პირიქით 30 წუთის ინტერვალით მოძრაობენ, მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემებმა იჩინეს თავი. მძღოლების უმეტესობამ გზა არ იცის და მათ მოხალისეების დახმარება სჭირდებათ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოფლიდან ყველა არენა საკმაოდ მოშორებითაა და მინიმუ 30-40 წუთის სავალზეა.

30 ნოემბერი -0001