ახალი ამბები
პირველი მედლები ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
,,დღეს ვერაფრით გაგახარეთ, მაგრამ ღმერთი ისე როგორ გაგვწირავს აქედან უმედლოდ დავბრუნდეთ. ახლაც ვერ გამიგია მამისაშვილს რა დაემართა, არადა მალტაში კონტინენტის პირველობა ერთი ამოსუნთქვით მოიგო. სტარტზე იტალიელთან მოგების შემდეგ იმედი მქონდა ვანოს მეორე სუნთქვა გაეხსნებოდა, მოსათელ ოთახშიც გავამხნევე და რჩევები მივეცი, მაგრამ ალბათ გუშინ მისი დღე არ იყო" - წუხდა ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს განცდილი ფიასკოს შემდეგ გიორგი ვაზაგაშვილი.
პირველ რეპორტაჟში დაგპირდით, რომ ფესტივალის ოგანიზაციულ ნაკლოვანებებზე მაშინ ვისაუბრებდით, როდესაც თამაშები ძალას მოიკრეფდა, თუმცა ეს აქ იმდენად მტკივნეული თემაა, რომ ვეჭვობ რამე გამოსწორდეს. ერთადერთი რაც მეტნაკლებად გამართულად მუშაობს ეს ტრანსპორტირებაა. ოლიმპიური სოფლიდან ავტობუსები სპორტულ ბაზებზე და პირიქით 30 წუთის ინტერვალით მოძრაობენ, მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემებმა იჩინეს თავი. მძღოლების უმეტესობამ გზა არ იცის და მათ მოხალისეების დახმარება სჭირდებათ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოფლიდან ყველა არენა საკმაოდ მოშორებითაა და მინიმუ 30-40 წუთის სავალზეა.






