ახალი ამბები

21 აპრილი 2025

9 მედალი და გუნდური მეორე ადგილი

ძალოსნობაში კიშინიოვის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შეემატა

19 აპრილი 2025

რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა კიშინიოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია - რეზი დავითაძემ (96 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მედლები მოიპოვა

14 აპრილი 2025

გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა, რამინ შამილიშვილმა - ბრინჯაოსი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები კიშინიოვში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას შეუდგა. ქართველმა ძალოსნებმა, ჩემპიონატის დებიუტშივე მედლები მოიპოვეს

14 აპრილი 2025

ჯონი ხეცურიანმა და გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

ბრატისლავაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს მონაგარი ორი ბრინჯაოს მედლით გაიზარდა. ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა 67 და 82 კილოგრამ წონითი კატეგორიები

12 აპრილი 2025

ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა

სამგზის ოლიმპიური და და 7 გზის   მსოფლიოსა და 7 გზის  ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური და მსოფლიოს მრავლგზის რეკორდსმენი, მრავალგზის - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა

12 აპრილი 2025

რამაზ ზოიძემ და ვახტანგ ლოლუამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბრატისლავაში, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრებიდან მედლები მოიპოვეს ვახტანგ ლოლუამ და რამაზ ზოიძემ

09 აპრილი 2025

ევროპის ჩემპიონატზე სოლომონ მანაშვილმა ვერცხლის, მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს  ქართველ მოჭიდავეთა მონაგარი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით შეივსო

08 აპრილი 2025

გივი მაჭარაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, აკაკი ქემერტელიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ - ბრინჯაოს მედლები

ბრატისლავაში (სლოვაკეთი), თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველო ათივე წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი, მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. შედეგიანი დღე ჰქონდა საქართველოს ნაკრებს, რომელმაც სამი მედალი მოიპოვა. აჟღერდა საქართველოს ჰიმნიც

08 აპრილი 2025

ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

8 აპრილს, ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები

08 აპრილი 2025

ედიშერ მაჩაიძე ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ედიშერ მაჩაიძე ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს