ახალი ამბები

04 აგვისტო 2023

საქართველოს 20 და 23- წლამდელ ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოში 51 მედლით დაბრუნდა

საქართველოს 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების  მნიშვნელოვან ნაწილს დაეუფლა: ორივე ასაკობრივმა ჯგუფმა ორჭიდის ჯამში 9 ოქროს მედალი მოიპოვა. მათ შორის 3 ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი გოგონათა ნაკრების (20- წლამდელები) ანგარიშზეა

01 აგვისტო 2023

სპორტის მენეჯმენტის კურსების მე-3 სემინარი

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის ინიციატივით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის კურსების (ASMC) მესამე სემინარი

31 ივლისი 2023

გია გაბედავა 23-წლამდელ კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებისთვის კანოე-კაიაკის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც პორტუგალიის მონტემორ უ ველიუ მასპინძლობდა, შედეგიანი გამოდგა. 23-წლამდელებში მოასპარეზე გია გაბედავას 200 მეტრზე კანოეისტთა საკვალიფიკაციო გაცურვაში 42.705 წამით მეოთხე შედეგი აღმოაჩნდა, რამაც მას ნახევარფინალში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა

31 ივლისი 2023

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა

გამთენიისას სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა  საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი

29 ივლისი 2023

ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონია

სლოვენიის ქალაქ მარიბორში საზეიმოდ დაიხურა ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

29 ივლისი 2023

საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა ნაკრებმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი ოლიმპიელებისთვის XVII ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძიუდოისტთა შერეულ გუნდურში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დასრულდა

28 ივლისი 2023

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ძიუდოისტებმა -საბა გველესიანმა (-90 კგ.) ვერცხლის და შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ.) კი ბრინჯაოს მედალი

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა ტანმოვარჯიშეთა ასპარეზობაც - დაჩი დოლიძემ ტაიჭზე ფინალურ ასპარეზობაში მსაჯებისგან 13.300-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რამაც მას ბრინჯაოს მედალი მოუტანა

27 ივლისი 2023

ძიუდოისტი გიორგი ბენდელიანი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

მარიბორში, სადაც რიგით XVII ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობენ, საქართველოს ოლიმპიური მონაგარი ვერცხლის მედლით შეივსო

26 ივლისი 2023

მათე გველესიანმა საქართველოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი მოუპოვა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს კვლავ გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმა და ამჯერადაც "ლუკნას" დარბაზში, სადაც ძიუდოისტი მათე გველესიანი (-66 კგ)  ოქროს მედალს დაეუფლა. ეს უკვე მესამე უმაღლესი ჯილდოა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის

25 ივლისი 2023

შოთა ბაჩოშვილმა და მერაბ სამადაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს მარიბორის ლუკნას დარბაზში, სადაც ძიუდოისტები ასპარეზობენ, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა შოთა ბაჩოშვილმა (-50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (-55 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს