ახალი ამბები

14 მაისი 2020

პეკინი-2022 უნიფორმების დიზაინზე განაცხადებს იღებს

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მომსახურე პერსონალისთვის და მოხალისეებისთვის ოფიციალური უნიფორმების დიზაინის შემუშავებაზე ზრუნვას შეუდგა

13 მაისი 2020

მშვილდოსნებმა ტოკიო-2020-ის შესარჩევი ასპარეზობები 2021 წლის გაზაფხულამდე გადაიტანეს

მსოფლიო მშვილდოსნობამ (WA) კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების  ყველა შესარჩევი შეჯიბრება 2021 წლამდე გადაიტანა. ოლიმპიური საგზურები გათამაშდება 2021 გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში

12 მაისი 2020

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ეროვნული ფედერაციების დასახმარებლად დამატებით 500 ათას დოლარს გამოყოფს

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF) ზაფხულის ოლიმპიური სახეობებიდან ბოლოა მათ შორის, რომელმაც, როგორც ტოკიო-2020-ის პროგრამაში შემავალმა სახეობამ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (IOC) მხრიდან წინასწარ დაფინანსებაზე - ერთგვარ ავანსზე უარი თქვა

09 მაისი 2020

IOC-ის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2022 წლისთვის გადავადების არანაირი გეგმა არ არსებობს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2022 წლისთვის გადავადებასთან დაკავშირებით გეგმები არ არსებობს, რადგან იაპონია თამაშების უფრო ხანგრძლივი ვადით გადავადებას ვერ გაუმკლავდება

09 მაისი 2020

ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაზუსტებული თარიღი: 2022 წლის 24-30 ივლისი

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) და ბანსკა-ბისტრიცაში (სლოვაკეთი) გასამართი ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ერთობლივად გამოაცხადეს ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი: 2022 წლის 24-30 ივლისი

07 მაისი 2020

IOC-ის 136-ე სესია შესაძლოა ონლაინ-რეჟიმით ჩატარდეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 136-ე სესია შესაძლოა, ონლაინ-რეჟიმით ჩატარდეს

07 მაისი 2020

IOC-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ასპარეზობათა ჩასატარებლად რეკომენდაციები შეიმუშავა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და სხვა დაინტერესებულ სპორტულ სამსახურებთან ერთად კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციათა შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა

07 მაისი 2020

სებასტიან კოე იმედოვნებს

მსოფლიო მძლეოსნობის (World Athletics) პრეზიდენტი სებასტიან კოე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის პანდემია უკან დაიხევს და ისეთი ვითარება შეიქმნება, რომელიც მომავალ წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარების საშუალებას მოგვცემს

05 მაისი 2020

WADA-ს პრეზიდენტი ანტიდოპინგური ტესტირების ახალ მეთოდს რევოლუციურს უწოდებს

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პრეზიდენტი ვიტოლდ ბანკა მიიჩნევს, რომ ანტიდოპინგური ტესტირების ახალ საშუალებას ყველანაირი შანსი აქვს ანტიდოპინგურ ბრძოლაში რევოლუცია მოახდინოს

04 მაისი 2020

პარიზი-2024 საწყლოსნო სახეობათა ცენტრის პროექტს შემოდგომაზე შეარჩევს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი შემოდგომაზე საწყლოსნო სახეობათა ცენტრის პროექტს შეარჩევს, რომლის აგებაც სენ დენის რაიონში იგეგმება. ახალი არენა 2024 წლის თამაშებზე ასპარეზობებს უმასპინძლებს წყალბურთში, სინქრონულ ცურვაში და ტრამპლინიდან ხტომებში