ახალი ამბები

04 აგვისტო 2012

დღეს ლუბა გოლოვინა იასპარეზებს

ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით დღეს ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა იასპარეზებს. ბატუტზე მხტომელები ასპარეზობას თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყებენ

03 აგვისტო 2012

რაულ ცირეკიძე B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა

ლონდონის ოლიმპიადაზე 85 კილიოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარაზე ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში პირველ ცდაზე დამაჯერებლად დაძლია 162-კილოგრამნიანი შტანგა, მაგრამ შემდეგ ერთბაშად 167 კილო დაუკვეთა და ამ მოძრაობაში დარჩენილი ორივე ცდა გაუცუდდა

03 აგვისტო 2012

ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრა ქომაგებთან

გუშინ საღამოს ლონდონში სასტუმრო „ბარკინსში", სადაც ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი ქართველი გულშემატკივრები არიან დაბანაკებულნი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი სტუმრობდნენ

01 აგვისტო 2012

უდიდესი იმედგაცრუება

ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. 90 კილოგრამამდე წონაში პირველი ბრძოლა გაფრთხილებების ხარჯზე კამერუნელ დიუდონ დოლასემს მოუგო, მეორეში კი ასევე არცთუ ცნობილ ავსტრალიელ მარკ ენტონისთან წააგო

01 აგვისტო 2012

ანა ტატიშვილმა იბრძოლა, მაგრამ ვერას გახდა

ლონდონის ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირს ანა ტატიშვილი გამოეთიშა, რომელმაც 1/16 ფინალში რუს ნადეჟდა პეტროვასთან წააგო. ტატიშვილმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მაღალრეიტინგიან მოწინააღმდეგეს და პირველი სეტის 3:6 წაგების შემდეგ მეორეში დიდი ბრძოლა გაუმართა

31 ივლისი 2012

ანა ტატიშვილი ნადია პეტროვას წინააღმდეგ

უიმბლდონის კორტებზე მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ტურნირზე ჩოგბურთში ანა ტატიშვილიდა და მარგალიტა ჩახნაშვილის დუეტი პირველ წრეში სრებოტნიკი-კლეპაჩის სლოვენიურ წეევილს დაუპირისპირდა

30 ივლისი 2012

დღეს ნაადრევად დავასრულეთ

გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ დღეს ძიუდოში ასპარეზობა ჩვენთვის ნაადრევად დასრულდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილის მეტოქე სტარტზე საკმაოდ ძლიერე კორეელი კი-ჩუნ ვანგი იყო

29 ივლისი 2012

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

საქართველოს პირველი ოქროს მედალი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში 31 წლის უნგრელი მიკლოშ უნგვარი იუკოთი დაამარცხა.

28 ივლისი 2012

ლონდონში „ქართულმა სახლმა“ ფუნქციონირება დაიწყო

ოლიმპიური თამაშების გახსნასთან ერთად ლონდონში ფუნქციონირება დაიწყო „ქართულმა სახლმა", სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, სპორტულ, კულტურულ და სხვა ტრადიციებს

28 ივლისი 2012

უიღბლო სტარტი

ოლიმპიადის სტარტი ჩვენთვის უიღბლო გამოდგა. პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველთაგან სამ სპიორტსმენს უნდა ეასპარეზათ - ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანს, ველომრბოლელ გიორგი ნადირაძეს და მოკრივე მერაბ თურქაძეს, თუმცა არ უკანასკნელისთვის მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდა და მისთვის თამაშები რინგზე აუსვლელად დასრულდა