ემზარ ზენაიშვილი - 70

10 სექტემბერი 2014

10 სექტემბერს, ქართული სპორტის გამორჩეულ ფუნქციონერს, ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ემზარს ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და კიდევ არაერთი წელი ქართული სპორტის საკეთილდღეოდ მოღვაწეობას.