სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები

24 დეკემბერი 2014

ა.წ. 24 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ი. მაჩაბლის 11, მე-3 სართული) სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების პირველი ეტაპი. 

სპორტის მენეჯმენტის კურსებისაშუალებას აძლევს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამშრომლებს და მოხალისეებს აიმაღლონ კვალიფიკაცია MOSO ( ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვა) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალის საფუძველზე. სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს 6 თემას:

• ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვა
• სტრატეგიული მართვა
• ადამიანური რესურსების მართვა
• ფინანსური მართვა
• მარკეტინგი
• მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება

კურსი მოიცავს თითოეული თავის ზოგად პრეზენტაციას და დისკუსიას, დარჩენილი დრო კი დაეთმობა დისტანციურ სწავლებას, რომელიც გულისხმობს „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის"-(„Managing Olympic Sport Organizations-MOSO") სახელმძღვანელოში განხილული თემების გაცნობას და წერილობითი ანგარიშის მომზადებას. კურსს წარუძღვებიან სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი და კურატორები.

„ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" - („Managing Olympic Sport Organizations") სახელმძღვანელო, წარმოადგენს არსებით სასწავლო წყაროს. წიგნში წარმოდგენილი მასალა მოძიებულია მსოფლიოს ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციებიდან და წარმოადგენს მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული მაგალითების ბალანსს.

წიგნის გამოყენებით, მონაწილემ უნდა შეძლოს განსაზღვრა, თუ რა არის მიზანშეწონილი მისი ორგანიზაციისთვის და გამოიყენოს ინფორმაცია ორგანიზაციების მუშაობის გასაუმჯობესებლად.

უმაღლესი სპორტული მენეჯმენტის კურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

• ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალისტები, ეროვნული ფედერაციები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოლიმპიური სპორტის განვითარებაზე.

მონაწილეები კურსის პერიოდში შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას, ასევე წერილობითი ანგარიშისა და პრეზენტაციების სრულყოფილად მომზადებასა და წარდგენას.

• ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების ანაზღაურებადიან მოხალისე მენეჯერები.

მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ სრული მხარდაჭერა ხელმძღვანელებისგან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი აკმაყოფილებენ კურსის მოთხოვნებს.

6-თავიანი მოდულის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შეაფასონ კურსის ზეგავლენა საკუთარ თავზე და მათ ორგანიზაციებზე, წარადგინონ ანგარიში კონკრეტულ თემებზე, რომელიც განხილული იქნება პროგრამის დირექტორის, კურატორებისა და სპორტის სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, რომელიც გაიცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.