თეიმურაზ აფხაზავა - 60
ქალაქ ქუთაისში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას 60 წლის იუბილე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა.
22 აპრილს, თეიმურაზ აფხაზავას, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ უმასპინძლა.შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებმა ქალაქის ოლიმპიურ ბაღში გადაინაცვლეს, სადაც მოჭიდავის ვარსკვლავია გახსნილი. ასევე სპორტის მუზეუმში თეიმურაზ აფხაზავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე დამსახურებული სპორტსმენის საიუბილეო საღამო მოეწყო.ქალაქის და მხარის პირველმა პირებმა იუბილარს სცენიდან მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.