ოლიმპიური კომიტეტი და „ავერსი“ ხელშეკრულებას გააფორმებენ

25 იანვარი 2012

ხვალ 25 იანვარს 12:00 საათზე „ავერსის" კლინიკაში შედგება ხელშეკრულების გაფორმება საქველმოქმედო ფონდ „ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა-სპონსორობის შესახებ, რომლის თანახმადაც როგორც წინა წლებში ამჯერადაც ქართველ ოლიმპიელებს საჭიროების შემთხვევაში ექნებათ უფასო სამედიცინო მომსახურება.
ხელშეკრულებას ხელს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და საქველმოქმედო ფონდ „ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მოაწერენ.