სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

25 იანვარი 2012

ხვალ, 26 იანვარს 12:30 წუთზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სემინარი მწვრთნელთა და მსაჯთა შორის ძიუდოში. აღნიშნული სემინარი სეოკ-ის დაფინანსებით ხორციელდება და ორ დღეს გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველებთან ერთად 17 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისთვის სემინარს წაიკითხავს ძიუდოს ევროპის კავშირის მსაჯთა კოლეგიის კომისარი ვასილი სმოლინი. სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.