წლის სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია იმერეთში

15 იანვარი 2016

2015 წლის 14 იანვარს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა იმერეთის 2015 წლის სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე, გამგებლები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

იმერეთის საუკეთესო სპორტსმენად არჩეულ იქნა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც საჩუქრად გადაეცა სეოკ-ის ეგიდით გამოცემული პაატა ნაცვლიშვილის ენციკლოპედიური ხუთტომეული და სპეციალურად დამზადებული ოლიმპიური საათი.