შეხვედრა ძიუდოისტებთან

17 თებერვალი 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ. ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სტუმრებს გააცნო უახლოესი გეგმები, საოლიმპიადო სამზადისის დეტალები, ისაუბრა ჩვენი გუნდის ლიდერებზე, 60 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში ლიცენზიის მოპოვების შანსებზე.

თავის მხრივ, ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა მოახლოებული ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და, შესაბამისად, პასუხისმგებლობას, რომელიც მწვრთნელებს და სპორტსმენებს, მზადების პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს აკისრია. სეოკ-ის პრეზიდენტმა ძიუდოისტებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ გამართლდება ის ოპტიმისტური მოლოდინი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მომავლა ოლიმპიადასთან და კონკრეტულად - ძიუდოსთან დაკავშირებით აქვს.