ქართველები რიოში

19 ივლისი 2016

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1). 

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია, 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ძალოსანი რაულ ცირეკიძე, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში  პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.

ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებს დელეგაციის 76 წევრი. სოფელს გარეთ - 6 წევრი. საქართველოდან თამაშებზე აკრედიტებულია 17 ჟურნალისტი და ოპერატორი.

 

      საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის

XXXI ოლიმპიურ თამაშებზე

ოლიმპიური სოფელი

ძიუდო

  • ამირან პაპინაშვილი - 60 კგ
  • ვაჟა მარგველაშვილი - 66 კგ
  • ლაშა შავდათუაშვილი - 73 კგ
  • ავთანდილ ჭრიკიშვილი - 81 კგ
  • ვარლამ ლიპარტელიანი - 90 კგ
  • ბექა ღვინიაშვილი - 100 კგ
  • ადამ ოქრუაშვილი + 100 კგ
  • ესტერ სტამი - 70 კგ
  • ირაკლი უზნაძე - მწვრთნელი
  • დავით ასუმბანი - მწვრთნელი
  • გიორგი ვაზაგაშვილი - მწვრთნელი

       დავით ქევხიშვილი            - ფედერაციის პრეზიდენტი

მშვილდოსნობა

  • ხათუნა ნარიმანიძე
  • იულია ლობჟენიძე
  • ქრისტინე ესებუა
  • თამაზ ფუტკარაძე - მწვრთნელი

ტყვიის სროლა

  • ნინო სალუქვაძე
  • ცოტნე მაჭავარიანი
  • ლევან ქადაგიძე - მწვრთნელი

ბატუტზე ხტომა

  • ლუბა გოლოვინა
  • ვლადიმერ გოლოვინი - მწვრთნელი

მხატვრული ტანვარჯიში

  • სალომე ფაჟავა
  • ლალი დოლიძე -ჯანტეზი - მწვრთნელი

ფარიკოაბა

  • სანდრო ბაზაძე - ხმალი
  • მერაბ ბაზაძე - მწვრთნელი

ძალოსნობა

  • ლაშა ტალახაძე +105კგ
  • ირაკლი თურმანიძე +105 კგ
  • რაულ ცირეკიძე - 94 კგ
  • გიორგი ასანიძე - მწვრთნელი
  • ავთანდილ გახოკიძე - მწვრთნელი
  • კახი კახიაშვილი - ფედერაციის პრეზიდენტი

ცურვა

  • ირაკლი ბოლქვაძე
  • თეონა ბოსტაშვილი
  • ზურაბ ხომასურიძე - მწვრთნელი

 

 თავისუფალი ჭიდაობა

  • ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 57 კგ
  • ზურაბ იაკობიშვილი - 65 კგ
  • იაკობ მაქარაშვილი - 74 კგ
  • სანდრო ამინაშვილი - 86 კგ
  • ელიზბარ ოდიკაძე - 97 კგ
  • გენო პეტრიაშვილი +125 კგ
  • რევაზ მინდორაშვილი - მწვრთნელი
  • არჩილ ქიტიაშვილი - მწვრთნელი
  • ნუგზარ სხირელი - მწვრთნელი

ბ/რ ჭიდაობა

  • შმაგი ბოლქვაძე - 66 კგ
  • ზურაბ დათუნაშვილი - 75 კგ
  • რობერტ კობლიაშვილი - 85 კგ
  • რევაზ ნადარეიშვილი - 98 კგ
  • იაკობ ქაჯაია - 130 კგ
  • ბეგი დარჩია - მწვრთნელი
  • ჯემალ ბაკურიძე - მწვრთნელი
  • მანუჩარ კვირკელია - ფედერაციის პრეზიდენტი

მძლეოსნობა

  • დავით ხარაზიშვილი - მარათონი
  • ბაჩანა ხორავა - სიგრძეზე ხტომა
  • ბენიკ აბრამიანი - ბირთვის კვრა
  • ლაშა თორღვაძე - სამმაგი ხტომა
  • ვალენტინა ლიაშენკო - სიმაღლეზე ხტომა
  • ანდრო ბედუკაძე - მწვრთნელი
  • დავით მანთიძე - მწვრთნელი

კანოე

  • ზაზა ნადირაძე
  • კახაბერ ლომიშვილი - მწვრთნელი

 

ჩოგბურთი

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • სტეფენ კუნი - მწვრთნელი          

ადმინისტრაციული პერსონალი

  • ელგუჯა ბერიშვილი - მისიის ხელმძღვანელი
  • მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე
  • რუსუდან აფციაურ - ადმინისტრაციული პერსონალი
  • გიორგი ესაკია - ადმინისტრაციული პერსონალი
  • ირაკლი დოლაბერიძე - ადმნინსტარციული პერსონალი
  • ზურაბ ბაქრაძე - ადმინსტარციული პერსონალი
  • მარიკა კირვალიძე - პრეს-ატაშე
  • ქეთი ოთარაშვილი - ტექნიკური პერსონალი
  • ზურაბ კახაბრიშვილი - სამდიცინო პერსონალი
  • გიორგი ჭინჭარაული - სამედიცინო პერსონალი
  • დიმიტრი ბაღათურია - სამდიცინო პერსონალი
  • გიორგი მგელაძე - სამდიცინო პერსონალი
  • თეიმურაზ მგელაძე - სამედიცინო პერსონალი
  • გიორგი მურცხვალაძე - სამედიცინო პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

  • ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
  • ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი
  • ემზარ ზენაშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
  • აკაკი ლოდია - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
  • შალვა გოგოლაძე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • რევაზ ჯაველიძე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის სმოადგილე

იხილეთ დანართი (ცნობარი)