საქველმოქმედო ფონდ "ავერსის " დამფუძნებელი - პაატა კურტანიძე იუბილარია

21 დეკემბერი 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს საქველმოქმედო ფონდ "ავერსის " დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს.

სეოკ-სა და "ავერსს" შორის თანამშრომლობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით ხორციელდება. ბატონი პაატას უშუალო ხელშეწყობით ამ წლების განმავლობაში ასეულობით ვეტერანი თუ მოქმედი სპორტსმენი ღებულობს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს, რითაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული ოლიმპიზმისა და სპორტის განვითარებაში.

ოლიმპიური კომიტეტი დღეგრძელობასა და წინსვლას უსურვებს ბატონ პაატას თავის კეთილშობილურ საქმეში.