ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის - ლერი ხაბელოვის შეხვედრა ტანვარჯიშის ხელმძღვანელობასთან

08 დეკემბერი 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ოფისში შეხვდა სპორტის ამ სახეობის ხელმძღვანელებს. ფედერაციის პრეზიდენტმა კ. ლაშხმა, ვიცე-პრეზიდენტმა რ. სიხარულიძემ, რ. ხოფერიამ და ბ. გამსახურდიამ ისაუბრეს ტანვარჯიშის სახეობების პერსპექტივებზე ტოკიო 2020-თან მიმართებაში, პრობლემებზე, რომლებიც ითხოვს ყურადღებას, არსებული ბაზების გამოყენების ეფექტურობაზე, რეგიონებიდან ნიჭიერი და პერსპექტიული გოგონებისა და ვაჟების შემგდომი დაოსტატების მიზნით მათ თბილისში გადმოყვანასა და შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის დირექტორი ლ. ლომიძე.