საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

26 იანვარი 2017

2017 წლის 25 იანვარს ტელეკომპანია "რუსთავი-2-" მა გაავრცელა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების შესახებ, რომლის მიხედვითაც ეჭქვეშ არის დაყენებული 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის გადაწყვეტილებები. ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქმე წარიმართა სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ ბატონმა მეძმარიაშვილმა სესიის დასრულებისთანავე განაცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების თაობაზე და გამარჯვებულ კანდიდატს საჯაროდ მიულოცა წარმატება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არც შეუტყობინება და არც სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ მიუღია.

როგორც კი ჩვენთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდება სასამართლოს მასალები, სეოკ-ი მედიისთვის გააკეთებს დამატებით კომენტარს.