ნინო სალუქვაძე იუბილარია

01 თებერვალი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს სპორტული პისტოლეტით და მეორე პრიზიორს პნევმატური პისტოლეტით სროლაში, პეკინის ოლიმპიური თამაშების პრიზიორს, კიდევ ექვსი ოლიმპიადის მონაწილეს, მსოფლიო ჩემპიონს პირად პირველობაში და ექვსგზის ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში, მსოფლიოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელს, ევროპის ხუთგზის ჩემპიონს პირად და გუნდურ ჩათვლაში, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერს, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს - ნინო სალუქვაძეს. უსურვებს მას დღეგრძელობას და წინსვლას მის კეთილშობილურ საქმიანობაში.