შეხვედრა ლოზანაში

05 თებერვალი 2017

ლოზანაში, სოკ-ის შტაბ-ბინაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გაიმართა სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იანეზ კოსიანჩიჩის შეხვედრა. განიხილეს ამ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები მომავალ ოლიმპიურ შეჯიბრებებთან მიმართებაში. ბახმა ხაზი გაუსვა ევროპელი სპორტსმენების წარმატებულ გამოსვლას რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც 37 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების დელეგაციებმა შეძლეს მედლების მოპოვება. მან ასევე გაიხსენა, რომ თამაშებში მონაწილე ლტოლვილ სპორტსმენთა გუნდის 10 წევრს შორის 3 ევროპელი იყო. აღმასკომის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოსიანჩიჩმაYეოკ-ის სახელით ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი მსოფლიოს ანდისადოპინგო სააგენტოს კომისიის დასკვნას, რომელიც რუსეთში დოპინგის მასობრივ გამოყენებას ეხება. მან ასევე მოიწონა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომპრომისული გადაწყვეტილება რუსი სპორტსმენების 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში დაშვების თაობაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების გათვალისწინებით.