სპორტში ინტეგრირების საერთაშორისო ფორუმი

22 თებერვალი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, ლოზანაში გაიმართა სპორტში ინტეგრირების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც 200-მდე დელეგატი მონაწილეობდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ინტერპოლის, ევროპოლის, სპორტული ტოტალიზატორების გაერთიანებების, ოლიმპიური მოძრაობის წარმომადგენლები, ექსპერტები.

ფორუმი მიეძღვნა სპორტში მანიპულერების წინააღმდეგ ბრძოლას, კორუფციის რისკების შემცირებას, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და სხვა აქტუალურ საკითხებს. ფორუმზე გამოსვლისას სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ისაუბრა სპორტის მზარდ როლზე, შესაბამისად კი - სპორტში პატიოსანი თამაშის წესების დამკვიდრების მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით გადასადგმელ ერთობლივ ნაბიჯებზე.

ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი დეკლარაცია.

იხილეთ ბმული >>>