სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების პირველი სემინარი

22 თებერვალი 2017

2017 წლის 27 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მისამართი: მაჩაბლის 11) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით, 10:00-დან -17:00 საათამდე, ჩატარდება სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების პირველი სემინარი.

პირველი შეხვედრა დაეთმობა კურსების ძირითადი მიზნებისა და შინაარსის გაცნობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დეტალურად შეისწავლონ მენეჯმენტის კურსების მთავარი დანიშნულება და მათი მოვალეობები პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის.

სპორტის მენეჯმენტის კურსები ძირითადად ეფუძნება თეორიულ ლექციებს სოკ-ის მიერ განსაზღვრულ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე და ასევე  დისტანციურ სწავლებას წინასწარ მიწოდებულ თემებზე.

 

სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს  6 თემას:

  • ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვა
  • სტრატეგიული მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ფინანსური მართვა
  • მარკეტინგი
  • მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება

 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ხარისხის სერთტიფიკატს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში.