ლევან თედიაშვილი იუბილარია

15 მარტი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორს (1978), მსოფლიოს თასის მფლობელს (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონს(1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონს (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონს (1973, 74) თავისუფალი სტილის ჭიდაობაში, სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენს (1973),საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს, სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერს ლევან თედიაშვილს! უსურვებს მას დღეგრძელობასა და წინსვალს მის კეთილშობილურ საქმიანობაში!