თბილისის გრან პრი ძიუდოში: წარმატებული პირველი დღე

31 მარტი 2017

31 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაწყებულ  გრან პრის ტურნირში  36 ქვეყნის 251 ძიუდოისტი ჩაება. შეჯიბრების პირველი დღე წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა, 66 კგ-ში კი უძლიერესი იყო ლაშა გიუნაშვილი. ფინალში ჩხვიმიანმა თანაგუნდელ ამირან პაპინაშვილს ორი ვაზარით მოუგო, გიუნაშვილმა კი მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჟს ბოლო წამებზე აჯობა.

ქალთა ტურნირში ქართველთაგან საუკეთესო იყო მარიამ ჯანაშვილი (57 კგ) - მეშვიდე ადგილი.

პირველი დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში დაწინაურდა საქართველოს ნაკრები - 2 ოქრო, 1 ვერცხლი. ბრაზილიელებს 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვთ, მესამე ადგილზე მყოფმა რუსებმა კი 1 ოქრო და 4 ბრინჯაო აიღეს.

1 აპრილს მამაკაცთა ტურნირში მედლებისთვის იბრძოლებენ 73 და 81 კგ წონის ძიუდოისტები, ქალები კი მედლებს გაითამაშებენ 63 და 70 კგ კატეგორიებში.

ტექნიკური შედეგები. 31 მარტი.

ვაჟები
60 კგ
1. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3. ფელიპე პელიმი (ბრაზილია)
3. ისლამ იაშუევი (რუსეთი)

66 კგ
1. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)
2. დავადორჟ ტუმურხულეგი (მონღოლეთი)
3. იაკუბ შამილოვი (რუსეთი)
3. ჩარლზ ჩიბანა (ბრაზილია)

ქალები
48 კგ
1. სტეფანე ქოიამა (ბრაზილია)
2. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
3. მელანი კლემენი (საფრანგეთი)
3. მარია პერსიდსკაია (რუსეთი)

52 კგ
1. ამანდინ ბუჩარდი (საფრანგეთი)
2. ერიკა მირანდა (ბრაზილია)
3. ჟოანა რამოსი (პორტუგალია)
3. დარია სკრიპნიკი (ბელარუსი)

57 კგ
1. ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)
2. რაფაელა სილვა (ბრაზილია)
3. მარგარიტ ბერგრსტრა (ჰოლანდია)
3. ნატალია გოლომიდოვა (რუსეთი)

7.მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)