წარმატებული დებიუტი და ოლიმპიური ლიცენზია

01 აპრილი 2017

ჰელსინკიში მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა 22 წლის ქართველმა სორტსმენმა მორის ყვითელაშვილმა: მან მოკლე პროგრამაში მე-19 შედეგი აჩვენა, თავისუფალში - მე-11, საბოლოოდ კი 239,24 ქულა მოაგროვა და მე-13 ადგილი დაიკავა. ეს იმას ნიშნავს, რომ მორისი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

მორის ყვითელაშვილი დაიბადა მოსკოვში, საქართველოს სახელით გამოდის 2016 წლიდან. წლევანდელ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა, ამჯერად კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის უძლიერეს ფიგურისტებთან ბრძოლაში გამოიჩინა თავი და დებიუტანტის კვალობაზე მართლაც ჩინებულად გამოვიდა.