თბილისის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტების 6 მედალი

02 აპრილი 2017

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დამთავრებულ  გრან პრის ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტებმა ოქროს 3, ვერცხლის 1 და ბრიჯაოს 2 მედალი მოიპოვეს და ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში ყველას აჯობეს. წარუმატებლად დასრულებული მეორე საშეჯიბრო დღის შემდეგ, 2 აპრილს, დასკვნით ეტაპზე, ჩვენს გუნდს მედლები მოუტანეს მძიმეწონოსნებმა - ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა, ასევე უშანგი მარგიანმა (90 კგ). ამათგან ყველაზე უკეთ იჭიდავა  გამოცდილმა ოქრუაშვილმა: მან სამი წინასწარი ბრძოლის მოგების შემდეგ, ფინალში იპონით აჯობა უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს და ჩვენს გუნდს მესამე ოქრო მოუტანა. მატიაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში თანაგუნდელი გუგა კიბორძალიძე დაამარცხა, მარგიანმა - ბრიტანელი მაქს სტიუარტი.  

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ქართველთაგან ოქროს მედლებს დაეუფლნენ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლაშა გიუნაშვილი (66 კგ). ფინალში ჩხვიმიანთან წააგო და ვერცხლის მედალი მიიღო ამირან პაპინაშვილმა.

საერთო ჩათვლაში (ქალები, კაცები)  გაიმარჯვეს  ბრაზილიელებმა: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო; მერე ადგილზე რუსები გავიდნენ: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 5  ბრინჯაო. საქართველო ოქროს 3, ვერცხლის 1 და ბრიჯაოს 2 მედალთ მესამე ადგილზე გავიდა.

ტექნიკური შედეგები.

ქალები

48 კგ
1. სტეფანე ქოიამა (ბრაზილია)
2. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
3. მელანი კლემენი (საფრანგეთი)
3. მარია პერსიდსკაია (რუსეთი)

52 კგ
1. ამანდინ ბუჩარდი (საფრანგეთი)
2. ერიკა მირანდა (ბრაზილია)
3. ჟოანა რამოსი (პორტუგალია)
3. დარია სკრიპნიკი (ბელარუსი)

57 კგ
1. ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)
2. რაფაელა სილვა (ბრაზილია)
3. მარგარიტ ბერგრსტრა (ჰოლანდია)
3. ნატალია გოლომიდოვა (რუსეთი)

63 კგ
1. მაგდალენა კრსაკოვა (ავსტრია)
2. ედვიგ გვენდი (იტალია)
3. ანდრეა ლევსკი (სლოვენია)
3. ქეთრინ უნტერვიურზაჰერი (ავსტრია)

70 კგ
1. მარია პორტელა (ბრაზილია)
2. ელვისმარ როდრიგესი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია)
3. გერშაკ საბინა (უნგრეთი)
3. ნატაშა ოუსმა (ჰოლანდია)

78 კგ
1. ანასტასია ტურჩი (უკრაინა)
2. სამა კამარა (საფრანგეთი)
3. ასუნტა კალეონე (იტალია)
3. მადელინ მალონგა (საფრანგეთი)

+78 კგ
1. მარინა სლუცკაია (ბელარუსი)
2. მარია ალტჰემენი (ბრაზილია)
3. სვეტლანა იარომკა (უკრაინა)
3. შიგეტვარი მერსედესი (უნგრეთი)

ვაჟები

60 კგ
1. 
ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
2. 
ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3. ფელიპე პელიმი (ბრაზილია)
3. ისლამ იაშუევი (რუსეთი)

66 
კგ
1. 
ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)
2. დავადორჟ ტუმურხულეგი (მონღოლეთი)
3. იაკუბ შამილოვი (რუსეთი)
3. ჩარლზ ჩიბანა (ბრაზილია)

73 კგ
1. გიოსჟან ბობოევი (უზბეკეთი)
2. ტომი მაკიასი (შვედეთი)
3. შანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)
3. ვალი კურჟევი (რუსეთი)

81
კგ
1. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)
2. ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
3. საიდ მოლაი (ირანი)
3. აზიზ კალკამანული (ყაზახეთი)

90 კგ

1. სტანისლავ რეტინსკი (რუსეთი)
2. მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
3. უშანგი მარგიანი (საქართველო)
3. შახზოდბეკ საბიროვი (უზბეკეთი)

100
კგ
1. 
კაზბეკ ზანკიშიევი (რუსეთი)
2. 
მარტინ პაჩეკი (შვედეთი)
3. 
რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია)
3. 
ევგენი ბოროდავკო (ლატვია)

+100 კგ

1. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2. 
სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)
3. ლევან მატიაშვილი (საქართველო)
3. 
დევიდ მაურა (ბრაზილია)