2019 წლის მეორე ევროპული თამაშების ყველა მონაწილე და სტუმარი ბელორუსში უვიზოდ შევა

08 აპრილი 2017

როგორც ბელორუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა ალექსანდრე შამკომ განაცხადა, 2019 წლის ევროპულ თამაშებზე მინსკში თავისუფალი მიმოსვლის წესი ამოქმედდება იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც 2014 წლის ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისას დაგროვდა. მაშინ სპორტსმენები და მწვრთნელები  წარმოდგენილი სიის მიხედვით, ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუშვეს ქვეყანაში.   

II ევროპული თამაშების მასპინძლობის უფლება ბელორუსმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 45-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღო, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში  მინსკში გაიმართა. პირველი ევროპული თამაშები 2015 წლის ივნისში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა.