დღეს ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება

20 აპრილი 2017

დღეს, 20 აპრილს ვარშავაში სტარტს აიღებს ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი ძიუდოში.

შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე გავლენ 60, 66 (კაცები), 48, 52 და 57 (ქალები) კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები, 21 აპრილს მედლები გათამაშდება 73, 81(კაცები), 63 და 70 (ქალები) კგ წონებში, 22 აპრილს კი ბრძოლაში ჩაერთვებიან 90, 100, +100 (კაცები), 78 და +78 (ქალები) წონები. 23 აპრილს, ჩემპიონატის ბოლო დღეს გაიმართება გუნდური შეჯიბრება.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ვაჟთა პირად ტურნირში 9 ქართველი ძიუდოისტი გამოვა (ტრავმის გამო ვარშავაში ვერ გაემგზავრა ავთანდილ ჭრიკიშვილი), ქალთა შეჯიბრებაში კი 3 წარმომადგენელი გვეყოლება.

ვაჟები

60 კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი;
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი;
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი;
81 კგ - ზებედა რეხვიაშვილი;
90 კგ - ბექა ღვინიაშვილი;
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი;
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.

ქალები

48 კგ - ოლღა ალადოშვილი;
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი;
+78 კგ - ელენე ქებაძე.


გუნდურ შეჯიბრებაში ვაჟთა ნაკრებს დაემატებიან  ლაშა გიუნაშვილი (66 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), ამბაკო ავალიანი (81 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ).

ყაზანში გამართულ ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟებმა ოქროს 2 (ვაჟა მარგველაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი), ვერცხლის 2 (ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი)  და ბრინჯაოს  2 (ნუგზარ ტატალაშვილი, ლევან მატიაშვილი) მედალი მოიპოვეს, გუნდურ ტურნირში კი გამარჯვება იზეიმეს. ქალთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ესტერ სტამი.