„ლოს-ანჯელესი - 2024 “: ვირტუალური ტური

22 აპრილი 2017

სოკ-ის 130-ე სესიაზე, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017 წლის 13-17 სექტემბერს გაიმართება, გადაწყდება ვინ გახდება 2024 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძელი ქალაქი - პარიზი თუ ლოს-ანჯელესი.   „ლოს-ანჯელესი-2024"-ის ორგანიზატორებმა სოკ-ის სესიაზე საჩვენებლად ვირტუალური ტურის მომზადება დაიწყეს, რომელშიც ასახული იქნება ოლიმპიური სოფელი და ყველა ის სპორტული ობიექტი, სადაც 2024 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარებაა შესაძლებელი.ვირტუალური ტურის მეშვეობით, სოკ-ის სესიის დელეგატები, გარდა სპორტული ობიექტებისა, გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.  „ლოს-ანჯელესის არჩევა ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად სწორი გადაწყვეტილებაა იქნება. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს ინფრასტრუქტურა, რათა ჩავატაროთ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები ისე, რომ ახალი ობიექტებისა თუ ოლიმპიური სოფლის აშენება არ გვჭირდება," - განაცხადა „ლოს-ანჯელესი-2024"-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კეისი ვასერმანმა, რომლის თქმითაც, ვირტუალური ტური ადასტურებს ქალაქის მზადყოფნას 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მისაღებად.

როგორც ცნობილია, ლოს-ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს უკვე ორჯერ მასპინძლობდა - 1932 და 1984 წლებში. მიიღებს თუ არა ის მესამედ ოლიმპიური დედაქალაქის სტატუსს, ეს 13 სექტემბერს, სოკ-ის 130-ე სესიაზე გახდება ცნობილი. შესაძლოა, ამავე სესიაზე გადაწყდეს, თუ სად გაიმართება 2028 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები.