სამივე სინჯის თითო მედლალი

22 აპრილი 2017

ვარშავაში,  ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამივე სინჯის თითო მედლალი მოიპოვეს. კონტინენტის ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრების და ამ ტურნირის დებიუტანტი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი, რომელმაც ფინალში იპონით აჯობა თანაგუნდელ ადამ ოქრუაშვილს. ბრინჯაოს მედალი აიღო ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ).

22 წლის თუშიშვილმა ფინალამდე სამივე ბრძოლა ასევე იპონით მოიგო: მერვედფინალში 42 წამში დასცა პოლონელი კამილ გრაბოვსკი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკის (100 კგ-ში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი) დასამარცხებლად 47 წამი დასჭირდა, ნახევარფინალში წუთსა და 25 წამში აჯობა ჰოლანდიელ რიო მეიერს. ევროპის 2015 წლის ჩემპიონმა ადამ ოქრუაშვილმა ფინალამდე ლიტველი მარიუს პასკევიჩუსი, უკრაინელი იაკივ ხამო და პოლონელი მაციეჟ სარნაცკი დაამარცხა. ქართველთა საჩემპიონო შერკინებაში სამი წუთი უილეთოდ გაილია, მერე კი თუშიშვილმა იძალა _ ჯერ ვაზარი აიღო, რასაც მტკივნეული ილეთი მოაყოლა.  რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, მან სასტარტო შეხვედრები იპონით მოუგო უკრაინელ და იტალიელ მეტოქეებს, მაგრამ მეოდხედფინალში რუს ხუსენ ხალმურზაევთან ვაზარით დამარცხდა. რეპეშაჟში ღვინიაშვილმა ჯერ სერბ ნემანია მაჟდოვს მოუგო (შებოჭვით), სამედლო ბრძოლაში კი ასევე შებოჭა აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი.

ჩვენი გუნდის სხვა წევრები, მათ შორის - ტიტულიანი ძიუდოისტები ამჯერად უმედლოდ დარჩნენ. საქართველოს ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.  ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამოსვლის ფონზე, წლევანდელი შედეგი საკმაოდ მოკრძალებულია.

შეგახსენებთ, რომ შარშან ყაზანში გამართულ ევროპის  ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟებმა ოქროს 2 (ვაჟა მარგველაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი), ვერცხლის 2 (ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი)  და ბრინჯაოს  2 (ნუგზარ ტატალაშვილი, ლევან მატიაშვილი) მედალი მოიპოვეს, გუნდურ ტურნირში კი გამარჯვება იზეიმეს. ქალთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ესტერ სტამი.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი 23 აპრილს გუნდური პირველობით დასრულდება. საქართველოს ნაკრებს ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოუწევს. ჩვენები პირველ წრეში იტალიელებს ეჭიდავებიან.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი

კაცები

60 კგ

1. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

2. იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)

3. ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

5. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

2. ადრიან გომბოცი (სლოვენია)

3. მატეჟ პოლიაკი (სლოვაკეთი)

3. ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

73 კგ

1. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2. მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

3. ტომი მაციაში (შვედეთი)

3 .რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1. ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2. დომინიკ რესელი (გერმანია)

3. დომინიკ დრუზეტა (ხორვატია)

3. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

5. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

90 კგ

1. ალექსანდრ კუკოლი (სერბეთი)

2. აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

3. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3. ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)

100 კგ

1. ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

2. სირილ მარე (საფრანგეთი)

3. კირილ დენისოვი (რუსეთი)

3. კაზბეკ ზანკიშევი (რუსეთი)

7. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

+100 კგ

1. გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3. როი მეიერი (ჰოლანდია)

3. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)