ქართველ ხმლით მოფარიკავეთა ევროპული ოქრო

25 აპრილი 2017

მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა შარშანდელი შედეგი (მეორე ადგილი) გააუმჯობესა და გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გუნდურ პირველობაში 14 ქვეყნის მოფარიკავეები ჩაებნენ. ჩვენმა ნაკრებმა 1/8 ფინალში ბულგარეთი 45:34 დაამარცხა, 1/4 ფინალში რუმინეთს სძლია - 45:31, ნახევარფინალში რუსეთს - 45:41, ფინალში კი იტალიას 45:36 აჯობა.

საქართველოს ახალგაზრდული გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მერაბ ბაზაძე) პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ჩვენს ნაკრებში გამოდიოდნენ მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია და ვაჟა რეჭია.