„ინტელექტის" დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

26 აპრილი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტის" დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ მასპინძლობდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ტყვიის სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი, რვაგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ ქართველი ოლიმპიელების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ისტორიას და ნახეს დოკუმენტური ფილმი „ერთი ჩემპიონის ისტორია". შეხვედრის დასასრულს სკოლას ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად გადაეცა საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია „მოგზაურობა ოლიმპეთში".