სურამის სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

01 მაისი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმს სურამის მე-2 საჯარო სკოლისა და საქართველოს საპატრიარქოს დ. ყიფიანის სახელობის სკოლა პანსიონის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ მასპინძლობდა XXII ოლიმპიური თამაშების (მოსკოვი 1980) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ ქართველი ოლიმპიელების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ისტორიას და ნახეს დოკუმენტური ფილმი „ერთი ჩემპიონის ისტორია". შეხვედრის დასასრულს სკოლას ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად გადაეცა საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია „მოგზაურობა ოლიმპეთში".