ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელთა სემინარი გიორში

02 მაისი 2017

23-29 ივლისს უნგრეთის ქალაქ გიორში გაიმართება ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ამასთან დაკავშირებით, ამ დღეებში გიორმა უმასპინძლა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ოლიმპიური მისიების ხელმძღვენელთა სემინარს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა 50 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. მისიის ხელმძღვანელის რანგში საქართველოდან სემინარზე მივლინებული იყო სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

2-დღიანი სამუშაო პროგრამის ფარგლებში სტუმრებს გააცნეს ფესტივალისთვის მზადების მიმდინარეობა, დაათვალიერებინეს სპორტული ობიექტიები, რომელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ მშენებლობის ან რეკონსტრუქციის პროცესშია. სპეციალურად ფესტივალისთვის შენდება "ოლიმპიური პარკი." აქ თავმოყრილ 5 სპორტულ არენაზე გამოვლენ ძიუდოისტები, ტანმოვარჯიშეები, მძლეოსნები, ჩოგბურთელები და მოცურავეები. იმის გათვალისწინებით, რომ გიორი საკმაოდ პატარა ქალაქია, (მოსახლეობა - 130 000), დანარჩენი სპორტული ობიექტებიც კომპაქტურად არის განლაგებული.

ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს განათავსებენ ერთამანეთისგან 800 მეტრით დაშორებულ სპორტსმენთა 2 სოფელში.Fფესტივილის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლთა თქმით, რაკი ტარდიციულ სპორტის 9 სახეობას (ძიუდო, სპორტული ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ცურვა, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ფრენბურთი, კალათბურთი, ხელბურთი) დაემატა კანოე, მონაწილეთა რეკორდულ რაოდენობას - 2 500-მდე სპორტსმენს და 1000-მდე ოფიციუალური პირს ელოდებიან. ასევე სიახლეა, რომ ძიუდოში, გარდა პირადი შეჯიბრებისა, გუნდური ტურნირიც გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია ფესტივალზე, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 35 სპორტსმენით სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, სპორტული ტანვარჯიში, მძლეოსნობა, ჩოგბურთი, ცურვა, ველოსპორტი, კანოე). სპორტის 2 სახებაში - ძიუდოსა და ტანვარჯიშში გვეყოლებიან მსაჯებიც.