ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაო

03 მაისი 2017

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვეს. 65 კგ წონით კატეგორიაში ევროპის პრიზიორი გახდა ზურაბ იაკობიშვილი, 97 კგ წონაში - ელიზბარ ოდიკაძე.

იაკობიშვილმა სამედლო ბრძოლა აზერბაიჯანელ გიტინომაგომედ გაჯიევს 9:4 მოუგო, ოდიკაძემ კი წმინდად დაამარცხა მაკედონიის ნაკრების წევრი მაგომედგაჯი ნუროვი - 10:0.

ხვალ, 4 მაისს ხალიჩაზე გავლენ 61 და 74 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები. 61 კგ-ში იჭიდავებს საქართველოს ნაკრების ლიდერი, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 74 კგ-ში - ევროპის 23-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატში გამარჯვებული ავთანდილ კენჭაძე.