გოგა გოგიბერაშვილი და ლევან არაბული ევროპულ პოდიუმზე

06 მაისი 2017

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვეს. ევროპოდიუმზე ავიდნენ გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ).

გოგიბერაშვილს პირველივე წრეში რუსმა არტიომ სურკოვმა მოუგო (7:4), რომელიც შემდგომ ფინალში გავიდა და ქართველ ფალავანს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდა. გოგიბერაშვილმა ეს შანსი წარმატებით გამოიყენა - რეპეშაჟში ჯერ პოლონელი მატეუს ბერნატეკს აჯობა (4:3), ბრინჯაოსთვის კი თურქი ატაკან იუკსელი 6:3 დაამარცხა.

ლევან არაბულმა ჩემპიონატი ნორვეგიელი ოსკარ მარვიკის ძვევით (9:0) დაიწყო, მაგრამ მეოთხედფინალში თურქ მსოფლიოს ჩემპიონთან რიზა კაიალპთან წააგო (1:3) და მოგვიანებით რეპეშაჟში გადაერთო. აქ არაბულს პირველ მეტოქედ სლოვაკი თომას სოოსი ჰყავდა, რომელსაც წუთსა და 15 წამში წმინდად მოუგო, სამედლო შეხვედრაში კი ასევე ვადაზე ადრე დაამარცხა გერმანელი კრისტიან იონი.