ტოკიო -2020-ის დროებითი ნაგებობების მშენებლობას დედაქალაქის ბიუჯეტი დააფინანსებს

13 მაისი 2017

ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს განცხადებით, 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ტოკიოს გარეუბანში მიმდინარე დროებითი ნაგებობების მშენებლობის ხარჯები დედაქალაქის  ბიუჯეტიდან დაიფარება.

კოიკეს ეს განცხადება მოჰყვა  გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ გამოთქმულ ეჭვს, ხომ არ დაარღვევდა ადგილობრივი ხელისუფლება ოლიმპიადის ხარჯების გადახდასთან დაკავშირებით დადებულ პირობას. საინფორმაციო საგენტო  Mainichi-ის ცნობით, როცა კოიკეს ჰკითხეს, დაფარავს თუ არა ტოკიო ხარჯებს, მან უპასუხა: „ჩვენ ყველაფერს დეტალურად ვსწავლობთ და ამ მიმართულებით მივდივართ".

კოიკეს მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შარშან სექტემბერში მოამზადა რეკომენდაციები, რომლის მიხდევითაც საჭირო იყო რადიკალური ცვლილებები, რათა თავი აერიდებინათ ოლიმპიური თამაშების მოსამზადებლად დამტკიცებული სბიუჯეტის  20,3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდისთვის.

„ტოკიო-2020"-ის ორგანიზატორების შეფასებით, ტოკიოს გარეუბანში 11 ობიექტის ასაშენებლად ან მოდერნიზაციისთვის, საერთო ჯამში, საჭიროა 383,56 მილიონი აშშ დოლარი.  აქედან 45,6 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება 5 ისეთი კაპიტალური ობიექტის აშენებას ან გარემონტებას, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელი იქნება ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც. დროებითი ობიექტების ასაშენებლად კი უნდა დაიხარჯოს დანარჩენი  337, 91 მილიონი აშშ დოლარი.

ასევე გამოყოფილია სახსრები ფეხბურთის სტადიონების, კალათბურთის დარბაზების, გოლფ-კლუბის, ველოდრომის, სასროლო არენის და იმ სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის, სადაც ჩატარდება ოლიმპიური შეჯიბრებები ძიუდოში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში და კიდევ რამდენიმე სახეობაში.