ზაზა ნადირაძის ვერცხლი მსოფლიოს თასზე

28 მაისი 2017

უნგრეთის ქალაქ სზეგედში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი გაიმართა კანოეში, სადაც საქართველოს სახელით ასპარეზობდა რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტი ზაზა ნადირაძე.

200 მ. დისტანციაზე ზაზას 40-ზე მეტი მეტოქე ჰყავდა, თუმცა შესარჩევი ეტაპი და ნახევარფინალი გაიარა და ფინალში 9 საუკეთესო კანოისტ შორის მოხვდა. ფინალი დღეს თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართა. ზაზამ დისტანცია 38.323 წამში დაფარა და მსოფლიო თასის ვერცხლის მედალი გაინაღდა. ჩემპიონს კი სულ რაღაც 0.315 წამით ჩამორჩა.