54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

30 მაისი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმს თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ მასპინძლობდა ატლანტისა (1996) და სიდნეის (2000) ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ლუკა კურტანიძე. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ ქართველი ოლიმპიელების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ისტორიას და ნახეს დოკუმენტური ფილმი „ერთი ჩემპიონის ისტორია".