ტყვიის მსროლელებმა ვერაფრით გაგვახარეს

20 თებერვალი 2012

ფინეთში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ტყვიის სროლაში საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა. ჩვენი უმთავრესი იმედი რა თქმა უნდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი სახელოვანი მსროლელი ნინო სალუქვაძე იყო, თუმცა სამწუხაროდ თავი მანაც ვერაფრით გამოიჩინა.

ფინეთის ქალაქ ვარუუმეკის სასროლეთზე სალუქვაძემ 19-ე ადგილი დაიკავა და ფინალს მიღმა დარჩა. ნინო უჩაძემ, რომელიც სპორტს გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა 64 მსროლელს შორის მხოლოდ 35-ე შედეგი აჩვენა.

ვაჟებში ლევან ქადაგიძემ იასპარეზა, რომელიც ოდენ 51-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.