თბილისის გრან-პრი: 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს დასაწყისი

11 ივნისი 2017

10 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებამ. შეჯიბრების პირველ დღეს მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 57, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 59, 71, 80 და 98 კილოგრამებში. ხალიჩაზე 18 ქვეყნის 140 სპორტსმენი გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 12 მედალი მოიპოვა, თავისუფალი სტლით მოჭიდავეების ანგარიშზე 2 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია.
ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (57) და ჯუმბერ ყველაშვილი (74) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი კახა ელბაქიძე (65), ტარზან მაისურაძე (74), მამუკა კორძაია (97) და გიორგი მეშვილდიშვილი (97) დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა კი 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები გახდნენ ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (71), ნიკოლოზ კელასოვი (80) და რევაზ ნადარეიშვილი (98), ვერცხლის მედალს რამაზ ზოიძე (71) დაეუფლა, მესამე საპრიზო ადგილები კი იური ლომაძემ (71),  ლაშა გობაძემ (80) და მათე სოფაძემ (98) დაიკავეს.

11 ივნისს, მედლები დარჩენილი რვა წონით კატეგორიაში გათამაშდება. თავისუფალ ჭიდაობაში 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში, ბერძნულ-რომაულში - 66, 75, 85-სა და 130-ში.

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ
1. ბექა ლომთაძე (საქართველო) 2. მიჯალა ჰასანზადა (აზერბაიჯანი) 3. გარიკ ბარსეგიანი (სომხეთი) და ბარის კაია (თურქეთი)

65 კგ
1. ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი) 2. სელაჰატინ კილიჩსალაიანი (თურქეთი) 3. ნარეკ სირუნიანი (სომხეთი) და კახა ელბაქიძე (საქართველო)

74 კგ
1. ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო) 2. გრიგო გრიგორიანი (სომხეთი) 3. გამიდ ჯალილოვი (ტაჯიკეთი) და ტარზან მაისურაძე (საქართველო)

97 კგ
1. მოიტაბი გოლეი (ირანი) 2, სულეიმან კარადენიზი (თურქეთი) 3. მამუკა კორძაია (საქართველო) და გიორგი მეშვილდიშვილი (საქართველო)


ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

59 კგ
1. მეირამბეკ აინაგულოვი (ყაზახეთი) 2. ანდრე სტიგი (ნორვეგია) 3. აკბარი მოსაიევი (ირანი) და აჰმეტ უჩარი (თურქეთი)

71 კგ
1. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო) 2. რამაზ ზოიძე (საქართველო) 3. იური ლომაძე (საქართველო) და არსლან ჩენგიზი (თურქეთი)

80 კგ
1. ნიკოლოზ კელასოვი (საქართველო) 2. მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი) 3. დანიელ გაჯიევი (ყაზახეთი) და ლაშა გობაძე (საქართველო)

98 კგ
1. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო) 2. ამირ ჰოსეინი (ირანი) 3. სერჰეი სტარადუბი (ბელარუსი) და მათე სოფაძე (საქართველო)

wrestling.ge