სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

15 ივნისი 2017

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ თბილისში, ოლიმპიურ პარკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც პირველი შემთხვევაა ქართული ფარიკაობის ისტორიაში.

სანდრომ ხუთივე ჯგუფურ შეხვედრაში გაიმარჯვა, ამის შემდეგ კი კიდევ სამი ბრძოლა მოიგო: 1/16-ფინალში უკრაინელი დმიტრო პუნდიკს აჯობა (15:13), 1/8-ფინალში - იტალიელ ლუიჯი სამელის (15:14), ხოლო მეოთხედფინალში - უნგრელ სანად გემესს (15:7). ნახევარფინალში ბაზაძე გერმანელ მაქს ჰარტუნგს დაუპირისპირდა, შეხვედრის პირველი ნახევარში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მერე ინიციატივა დათმო და 11:15 დამარცხდა. ჰარტუნგმა ფინალური შეხვედრაც მოიგო (უნგრელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან - არონ სზილაგისთან) და ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების  პირველ დღეს ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა თეოდორა კახიანი.