კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია 85 წლისაა

19 ივნისი 2017

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) დაარსების 85 წლის იუბილეს ზეიმობს. ეს ორგანიზაცია დაფუძნდა 1932 წლის 18 ივნისს ჟენევაში. ორი წლის შემდეგ, 1934 წელს FIBA აღიარა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.

კალათბურთელ კაცთა პირველი ოლიმპიური შეჯიბრება გაიმართა 1936 წელს ბერლინში, ქალთა ოლიმპიური დებიუტი კი შედგა 1976 წელს, მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე. კაცთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა აშშ, ქალთა შორის - საბჭოთა კავშირი.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, როცა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანა კალათბურთი 3x3.

დღეისათვის FIBA  213 ქვეყნის ეროვნულ ფედერაციას აერთიანებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია FIBA -ს წევრია 1992 წლის 10 ივლისიდან.